ნინო ლომჯარია ადასტურებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის რამდენიმე ადამიანია დაკავებული
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ დროისთვის უკვე ცნობილია აქციაზე დაკავებული ოთხი ადამიანის ადგილსამყოფელი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მათ მოინახულებენ. ლომჯარიას ინფორმაციით, დაკავების მიზეზად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სახელდება.
მისივე თქმით, პროტესტი, რომელიც ახლა ჭავჭავაძის გამზირზეა, მისთვისაც მისაღებია.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა იცვლება. 2018 წელს თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.