ნინო ჩიქოვანი - კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა
კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესისთვის რიგით მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისწავდომობის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა საქრთველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
გადაცემის სტუმრის ბლოკში დღეს კადრების კვალიფიკაციის პრობლემა და ამ კუთხით პროფესიული განათლების, განსაკუთრებით დუალური სწავლების მოდელის დანერგვის მნიშვნელობა განიხილეს.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კადრების კვალიფიკაცია ბიზნესისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობელმაა და სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვარას ემსახურება დუალური სწვალების მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, სტუდენტი სწავლის პროცესის 70 პროცენტს საწამოში ატარებს და მხოლოდ 30 პროცენტი ეთმობა უშუალოდ სასწავლებელში თეორიულ კურსს, რაც პროფესიონალიზმის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.
ჩიქოვანის თქმით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უშუალოდ არის ჩართული დუალური განათლების დანერგვის პროცესში, რომელიც იზიარებს დუალური განათლების კუთხით ყველაზე წარამტებული ევროპული ქვეყნების გამოცდილებას: გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი.
პროფესიული და დუალური განათლების დანერგვის მიზნით, პალატის ბაზაზე შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ქმნის პლატფორმას სახელმწიფოს, კერძო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ექსპერტებს შორის დიალოგისთვის.
„ფინანსური წვდომის შემდეგ, მეორე ადგილზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი დგას. ბიზნესს სჭირდება კადრი და შევქმენით მოდელი, როგორიც არის წამატებულ ქვეყნებში – საკოორდინაციო საბჭო. ერთი მხრივ, ამაში ჩართულია შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, მეორე მხრივ, დარგობრივი ასოციაციები, განათლების ექსპერტები და დონორები. ბიზნესი პირველი ეტაპიდანვე უნდა იყოს სწავლის პროცესში ჩართული. ეს გულისხმობს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, იმ მოთხოვნადი პროფესიების აღრიცხვასა და მიწოდებას, რა პროფესიები სჭირდება ბიზნესს და როგორი სასწავლო პროგრამით უნდა ასწავლონ, რომ შემდეგ ეს კადრები დასაქმდნენ“, – განმარტა ჩიქოვანმა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თქმით, პალატა ფლობს ყველა ბერკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, როგორც საკითხის პოპულარიზაციის, ისე განხორციელების თვალსაზრისით.
„სავაჭრო-სამრეწველო პალატას კანონით მინიჭებული აქვს ფუნქცია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების საკითხს. პალატის საქმიანობის სხვა ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა საერთაშორისო ურთერთიებები, საჯარო-კერძო დიალოგის, ასევე რეგიონული ბიზნესის მიმართულებით განვითარება, ყველა ეს ინსტრუმენტი ერთად განსაზღვრავს, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატას გააჩნია ყველა ბერკეტი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული განათლების მიმართულებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.