ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ დაუჭერს
ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი ცინცქილაძე არ გამორიცხავს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კონსულტაციები ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყოს.
ცინცქილაძე პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
„მე არ დავუჭერ მხარს თორნიკე რიჟვაძეს. პრეზიდენტთან საუბრისას შევჯერდით, რომ კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები. პარალელურად, ოპოზიცია ერთმანეთში გავმართავთ კონსულტაციას ერთობლივ კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემი პარტიის პოლიტსაბჭო”-განაცხადა გიორგი ცინცქილაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.