ნილ დეგრას ტაისონი ტელევიზიას უბრუნდება - გამოძიება სექსუალური ძალადობის ბრალდებით დასრულებულია
ნილ დეგრას ტაისონი ტელევიზიას უბრუნდება - გამოძიება სექსუალური ძალადობის ბრალდებით დასრულებულია

ასტროფიზიკოსი ნილ დეგრას ტაისონი მალე ტელევიზიას დაუბრუნდება. ტელეკომპანია „ფოქსმა“ და „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ დაასრულეს გამოძიება ტაისონის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია — ასტროფიზიკოსი გააგრძელებს თავის დოკუმენტური ფილმების ციკლს — „კოსმოსი: შესაძლო პლანეტები“ (Cosmos: Possible Worlds) და „სთართოქი“ (StarTalk).

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიები გამოძიების შედეგებს არ ასაჯაროებენ, უკვე მსჯელობენ „კოსმოსის“ ეთერში დაბრუნების თარიღზე, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე“ კი „სთართოქის“ დარჩენილი 13 სერიის ჩვენება აპრილში განახლდება.

გამოძიება 2018 წლის დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალინ ალერსმა და ეშლი უოტსონმა ნილ დეგრას ტაისონს შეუფერებელ სექსუალურ მოპყრობაში დასდეს ბრალი. ქალები მას ხელით მოფერებასა და დარწმუნების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, ამას მოჰყვა ტჩია ამეტის ბრალდებაც, რომლის მტკიცებითაც, 2014 წელს ის ტაისონმა გააუპატიურა.

ტაისონმა განაცხადა, რომ ეს ორი შემთხვევა მას განსხვავებულად ახსოვს, მაგრამ აცნობიერებს, რომ ქალებს მან შეიძლება დისკომფორტი შეუქმნა. თუმცა, ასტროფიზიკოსი კატეგორიულად უარყოფს გაუპატიურების ბრალდებას და აღნიშნავს, რომ ტჩია ამეტს სინამდვილეში არ ახსოვს რა მოხდა და ბრალდება უსაფუძვლოა. ამავე დროს, ტაისონი ასევე მიუთითებდა მტკიცებულებათა არარსებობაზე და აქტიურად იყო ჩართული გამოძიებაში.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.