მსოფლიო რეიტინგის 59-ე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დოჰას ტურნირში ჩაებმება.
Qatar Exxonmobil Open-ზე რომლის საპრიზო ფონდი 1.2 მილიონი დოლარია, ნოვაკ ჯოკოვიჩიც ითამაშებს. ნიკა ტურნირზე ძირითადი ბადიდან იასპარეზებს, მისი მეტოქე კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბასილაშვილი 7 იანვრიდან სიდნეის ტურნირზე გადაინაცვლებს, ქართველი ჩოგბურთელი ასევე ავსტრალიის ღია პირველობაზე მოსინჯავს ძალებს.