სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ფაშინიანი და ალიევი დუშანბეში მიმდინარე დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობენ.
„დუშანბეში, ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის საუბარი შედგა. დეტალებზე ერევანში დაბრუნების შემდეგ ვისაუბრებ“, – დაწერა ფაშინიანმა.
დუშანბეს სამიტში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.