ვლადიმირ პუტინი ხვალ სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდეტს მიიღებს
ვლადიმირ პუტინი ხვალ სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდეტს მიიღებს

როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ილჰამ ალიევი ხვალ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოჭში ჩავა. მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

„ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავს საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა.