ახლობლები ვარაუდობენ, რომ ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა
ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პოლიტიკოსის სახლთან იმყოფებიან მისი თანაგუნდელები და მეგობრები.
ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიზეზი გულის შეტევა გახდა.
კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.