გია ვოლსკი - ოპოზიცის წარმომადგენლები არჩევნებში პერსპექტივას ვერ ხედავენ, თორემ არც ოქრუაშვილი აინტერესებთ და არც რურუა, მხოლოდ უგულავაზე ჰქონდათ სენტიმენტები
გია ვოლსკი - ოპოზიცის წარმომადგენლები არჩევნებში პერსპექტივას ვერ ხედავენ, თორემ არც ოქრუაშვილი აინტერესებთ და არც რურუა, მხოლოდ უგულავაზე ჰქონდათ სენტიმენტები

საკმაოდ მყარად ვარ ჩემს პოზიციაზე, რომელიც არაერთხელ გამოვხატე, რომ არჩევნები არ არის ის გადაწყვეტილება, რაც ოპოზიციას დღეს აწყობს, სწორედ უპერსპექტივობა განაპირობებს მათ მუქარას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ თითქოსდა, რურუას „პოლიტპატიმრობის“ მიზეზით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში ყველა პარტიის მონაწილეობა პოლიტიკურად მნიშვნელოვანია.

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელი შეეშლება და ვინმე აღმოჩნდება ისეთი, ვინც მხარს არ დაუჭერს, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება. პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, ეს საზოგადოებისთვის ნათელი იქნება. რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების თემას, ეს „ქართულ ოცნებაზე“ და არავისზე დამოკიდებული არ არის. აქ პიროვნულ ფაქტორს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი, რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სწორად მიაჩნია. ოქრუაშვილისა და უგულავას უდანაშაულობა არც სასამართლოს უღიარებია, არც არავის მსოფლიოში მცირე ჯგუფის გარდა. არც პრეზიდენტს, რომელმაც მათი შეწყალების აქტი გამოსცა. რაც შეეხება რურუას საქმეს, მაშინ გვიკარნახონ, თავად როგორ აკეთებდნენ, როგორ კარნახობდნენ სასამართლოს ვინ დაეჭირათ, ვინ გამოეშვათ, ვისთვის ცხოვრება ვგაენადგურებინათ და ვისთის შეენარჩუნებინათ. იქნებ, ამ საკითხზე ღია განცხადება გააკეთონ, ეს როგორ კეთდება, რა მექანიზმია, სასამართლოს უკარნახო, როგორ შეასრულოს თითქოსდა დადებული პირობა და მსოფლიოს წინაშე როგორ უნდა წარსდგეს პოზიციით, რომ ადამიანი გაათავისუფლეთ, რადგან რასაც ამბობს „ნაცკლასტერის“ რომელიმე ლიდერი, არის სიმართლე და დიახაც, ეს ადამიანი არის „პოლიტპატიმარიო“  საკმაოდ მყარად ვარ ჩემს პოზიციაზე, რომელიც არაერთხელ გამოვხატე, რომ არჩევნები არ არის ის გადაწყვეტილება, რაც ოპოზიციას დღეს აწყობს – უპერსპექტივობა განაპირობებს მათი ასეთი განცხადებების კეთებას და მუქარას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ თითქოსდა, რურუას „პოლიტპატიმრობის“ მიზეზით. უპერსპექტივობის თემა გათავისებული რომ არ ჰქონდეთ, იმას მაინც იტყოდნენ, რომ გაიმარჯვებენ და თავად გადაწყვეტენ, როგორ გამოუშვან სასამართლოს გადაწაყვეტილების გარეშე კონკრეტული ადამიანები ან როგორ დაიჭირონ. ამას არ ამბობენ. პერსპექტივას ვერ ხედავენ, თორემ, ასი წელი არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ აინტერესებთ, ერთადერთი სენტიმენტები უგულავაზე ჰქონდათ და ამ თემასაც ვერ მალავდნენ ვერასოდეს. რურუაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და არა პოლიტიკური ორგანიზაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.