ვიოლა ფონ კრამონი - რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან, პრეზიდენტმა აჩვენა სიმამაცე და გამბედავი მიდგომა
ვიოლა ფონ კრამონი - რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან, პრეზიდენტმა აჩვენა სიმამაცე და გამბედავი მიდგომა

გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან. ვფიქრობ, პრეზიდენტი იყო მზად კომპრომისზე წასასვლელად. ამ მზადყოფნამ აჩვენა სიმამაცე და გამბედავი მიდგომა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს შეთანხმების ნაწილში დიდი წვლილი მიუძღვის.

ამასთან, ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ უახლოესი ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში მოხდება შეწყალება, რაც არის შეთანხმების ნაწილი.

„ამ ნაბიჯის გადადგმა არ ყოფილა მისთვის მარტივი. ვიმედოვნებ, უახლოესი ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ შეწყალებას, რაც არის შეთანხმების ნაწილი. ვაფასებ, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც არ ყოფილა მარტივი, რადგან ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ კომპრომისები არ არის ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ამგვარად, პრეზიდენტს შეთანხმების ამ ნაწილში დიდი წვლილი მიუძღვის“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.