ნიკა რურუა გარდაიცვალა
ნიკა რურუა გარდაიცვალა

კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები ადასტურებენ.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 9 დეკემბერიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.