ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სამი პირი გამოკითხვაზე იმყოფება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამი პირი გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს სასამართლოსთან მომხდარი შემთხვევის შესწავლა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა.