ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სამი პირი გამოკითხვაზე იმყოფება

14:15, 30.01.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამი პირი გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს სასამართლოსთან მომხდარი შემთხვევის შესწავლა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ​სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა.

მსგავსი