ნიგერიაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
რადიკალურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იერიში ადგილობრივი დროით 18:30 საათზე მიიტანა.
სამხედროებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, დაჯგუფების წევრებმა ჯავშანტრანსპორტის მიტაცებაც შეძლეს.