ნიგერიაში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

12:48, 30.07.2018

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

რადიკალურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იერიში ადგილობრივი დროით 18:30 საათზე მიიტანა.

სამხედროებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, დაჯგუფების წევრებმა  ჯავშანტრანსპორტის მიტაცებაც შეძლეს.

მსგავსი