ალჟირის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (1:1) ნიგერიის ნაკრებს წაგება ჩაუთვალეს.
ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სუპერარწივები” აღნიშნულ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული აბდულაჰი შეხუმის მონაწილეობის გამო დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ ალჟირი-ნიგერიის ნაკრების მატჩი 10 ნოემბერს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ უმოქმედია სატურნირო მდგომარეობაზე – ნიგერიას იმ მომენტისთვის განაღდებული ჰქონდა მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
მუნდიალზე ნიგერია ჯგუფში ხორვატიის, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.