ნიგერიას მუნდიალის შესარჩევ მატჩში წაგება ჩაეთვალა
ნიგერიას მუნდიალის შესარჩევ მატჩში წაგება ჩაეთვალა

ალჟირის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (1:1) ნიგერიის ნაკრებს წაგება ჩაუთვალეს.

ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სუპერარწივები” აღნიშნულ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული აბდულაჰი შეხუმის მონაწილეობის გამო დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ ალჟირი-ნიგერიის ნაკრების მატჩი 10 ნოემბერს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ უმოქმედია სატურნირო მდგომარეობაზე – ნიგერიას იმ მომენტისთვის განაღდებული ჰქონდა მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

მუნდიალზე ნიგერია ჯგუფში ხორვატიის, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.