ნიდერლანდებში ძლიერ შტორმს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში 145 კილომეტრს აღწევდა, ხეები მოგლიჯა. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა, რომლითაც 51 წლის ქალი მგზავრობდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ხეების წაქცევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ამსტერდამშიც; ასევე, დაზიანდა ავტომობილები და შენობები.
ძლიერი ქარის გამო რეისები გადაიდო ამსტერდამის აეროპორტში, ასევე შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.