ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები 7 მაისს უკრაინას ეწვევიან
ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრები 7 მაისს უკრაინას ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი დონბასის რეგიონში ჩავლენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინაში ნიდერლანდების საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის სიმბოლოა.
ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის რეფორმები იქნება.