ნეპალში, სამოქალაქო ომისა და მონარქიის დასრულების შემდეგ, პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა
ნეპალში, სამოქალაქო ომისა და მონარქიის დასრულების შემდეგ, პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. უამინდობის მიუხედავად, ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე მილიონობით ნეპალელი მივიდა.
მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას საარჩევნო უბნებამდე მისასვლელად საათობით თოვლში ფეხით მოუხდა გადაადგილება.
ნეპალში 275-წევრიან პარლამენტს და შვიდი პროვინციული ასამბლეისთვის 550 წარმომადგენელს ირჩევდნენ. ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა.
ნეპალის ცენტრისტულმა პარტიამ უპირატესობა მოიპოვა ყოფილი მაოისტი მეამბოხეებისა და კომუნისტური პარტიის ალიანსზე.
არჩევნები ორ ეტაპად მიმდინარეობას. მეორე ფაზა 7 დეკემბერსაა დაგეგმილი, შედეგებს კი საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ.
ნეპალში ხმის მიცემის უფლება 15 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.
პოლიტიკური სისტემის ცვლილებისა და ახალი კონსტიტუციის პირობებში, ნეპალში არჩევნები პირველად ტარდება. ცვლილებები 2015 წელს, 10-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც უსაფრთხოების ძალებსა და მაოისტ ამბოხებულებს შორის მიმდინარეობდა.