ნეპალში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ნეპალში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ რამიდანდაში იყო.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

როგორც „როიტერი” ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე არ იყო ძლიერი, ზარალი და დაღუპულთა რიცხვი მაღალია იმის გამო, რომ მიწისძვრა ისეთ დროს მოხდა, როცა ხალხს ეძინა.

ცნობისთვის, 2015 წელს ნეპალში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 000 ადამიანი ემსხვერპლა.