ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

09:18, 21.10.2021

ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

52 ადამიანი უთარახანდის შტატში დაიღუპა. მათ შორის ხუთი, ერთი ოჯახის წევრია, რომელთა სახლიც მეწყრულ პროცესში მოყვა.

ამდენივე ადამიანი დაიღუპა ნეპალში, სადაც ათობით პირი დაკარგულად ითვლება. გადაუღებელმა წვიმამ ქერალას შტატში 39 ადამიანი იმსხვერპლა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნალექმა კლება იწყო, თუმცა რამდენიმე დღეს კიდევ გაგრძელდება.

მსგავსი