ნეპალში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
ნეპალში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

ნეპალში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა – 9 127 ახალი შემთხვევა და ვირუსით 139 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 47 პროცენტს შეადგენს, რაც მსოფლიოში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ნეპალში „კოვიდ-19“-ის 403 794 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 589 ადამიანი.