ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო” დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის რვა ერთეულს აგზავნის. ამის შესახებ კომპანიამ განცხადებას ავრცელებს.
ტექნიკით უზრუნველყოფას საპროექტო კომპანიის სუბკონტრაქტორი – „ქართული სამშენებლო კონსურციუმი“ ახორციელებს.
„ნენსკრა ჰიდროს” ცნობით, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას გულისხმობს, დროებით შეჩერებელი იყო, თუმცა მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სოციალური პროექტებისა და მიწის გამოსყიდვაზე.
„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაშ,ი მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, – აცხადებს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.