ნენსი პელოსი - დემოკრატების გამარჯვება მეამაყება
ნენსი პელოსი - დემოკრატების გამარჯვება მეამაყება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერ ნენსი პელოსის თქმით, მას თანაპარტიელების გამარჯვება ეამაყება.

„ეს იყო მნიშვნელოვანი ღამე ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

მისივე თქმით, დემოკრატიული პარტია პატივისცემით მოეკიდება ხელისუფლების კონტროლის ვალდებულებას და პირნათლად შეასრულებს ამ ფუნქციას.

ამასთან, დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ ის ტრამპთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„ამ არჩევნებზე ჩვენ არა მხოლოდ ისტორიის, არამედ მომავლის სწორ მხარეზე ვიდექით. ჩვენ სწორი გეზი ავირჩიეთ“, – განაცხადა პელოსიმ.

დემოკრატების ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ წარმომადგენლობით პალატაში კომიტეტების თავმჯდომარეებად ქალებისა და უმცირესობების წარმომადგენელი კონგრესმენების ხილვა სურს.

„მინდა, რომ ქალებმა და უმცირესობის წარმომადგენლებმა დაიკავონ მნიშვნელოვანი პოზიციები, რითაც ისინი კონგრესს შეცვლიან“, – განაცხადა პელოსიმ.