მიუნხენში დაფუძნებული ეკონომიკური ინსტიტუტი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დონალდ ტრამპი თუ მოიგებს, ეს, შეიძლება, გერმანიიის ეკონომიკას ძვირი დაუჯდეს

21:07, 23.09.2024

მიუნხენში დაფუძნებული ეკონომიკური ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დონალდ ტრამპი მოიგებს, ეს, შეიძლება, გერმანიიის ეკონომიკას ძვირი დაუჯდეს.

ექსპერტები ტრამპის ეკონომიკურ გეგმაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ გერმანიის ექსპორტი შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, თითქმის 15%-ით შემცირდეს, ყველაზე მეტად კი ავტო და ფარმაცევტული ინდუსტრია დაზარალდება.

„თუ ტრამპი კვლავ გაიმარჯვებს და ჩინეთთან ახალი სავაჭრო ომი იქნება, გერმანია, როგორც ექსპორტიორი ქვეყანა, ამით ძალიან დაზარალდება“, – ამბობს სავაჭრო ექსპერტო ლისანდრა ფლაჰი.

მსგავსი