მიუნხენში დაფუძნებული ეკონომიკური ინსტიტუტი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დონალდ ტრამპი თუ მოიგებს, ეს, შეიძლება, გერმანიიის ეკონომიკას ძვირი დაუჯდეს
მიუნხენში დაფუძნებული ეკონომიკური ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დონალდ ტრამპი მოიგებს, ეს, შეიძლება, გერმანიიის ეკონომიკას ძვირი დაუჯდეს.
ექსპერტები ტრამპის ეკონომიკურ გეგმაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ გერმანიის ექსპორტი შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, თითქმის 15%-ით შემცირდეს, ყველაზე მეტად კი ავტო და ფარმაცევტული ინდუსტრია დაზარალდება.
„თუ ტრამპი კვლავ გაიმარჯვებს და ჩინეთთან ახალი სავაჭრო ომი იქნება, გერმანია, როგორც ექსპორტიორი ქვეყანა, ამით ძალიან დაზარალდება“, – ამბობს სავაჭრო ექსპერტო ლისანდრა ფლაჰი.