ნენო გაბელია - ჩემი, როგორც იტალიაში პირველი ახალგაზრდა ელჩის ამოცანა საქართველოს პოპულარიზაცია იქნება
პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი ნენო გაბელია 2018 წლის ნოებრიდან იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იქნება.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მუშაობა დაკავშირებული იყო სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებთან, ვარ რა იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, ეს თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია, სადოქტორო კვლევაც სწორედ ამ თემას ეხება. დოქტორანტურაზე სწავლისას გამოვეცი სამი წიგნი, სადაც აქცენტი გამახვილებულია ჩვენს რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, შესაბამისად, ჩემი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტს გაეგო საქართველოში და რეგიონში არსებული კონფლიქტები. მინდა გამოვყო ჩემი ბოლო წიგნი, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული კვლევა დაედო საფუძვლად. მე და ჩემმა კოლეგამ – რომინა გურაშმა, „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩავატარეთ ერთ წლიანი კვლევა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ფედერალური მართვის სისტემის მორგება აფხაზეთის კონფლიქტზე. წიგნი გამოიცა Cambridge Scholars Publishing – ის მიერ, შემდეგი სახელწოდებით – A Federal Perspective on the Abkhaz-Georgian Conflict.
„პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას. პროგრამის საშუალებით 15 ახალგაზრდას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებლობა მიეცათ ერთწლიანი მანდატით გამხდარიყვნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ნენო გაბელიამ.
ნენო გაბელიას თქმით, მისი, როგორც იტალიაში პირველი ახალგაზრდა ელჩის ამოცანა, საქართველოს პოპულარიზაცია იქნება.
„2014 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს თვალს ვადევნებდი ამ პროექტის მიმდინარეობს. ძალიან გამიხარდა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერზე გამოცხადებულ კონკურში ვიხილე იტალია. მხოლოდ 2018 წელს დაემატა იტალია იმ ქვეყნების სიას,სადაც საქართველოს უნდა ყოლოდა ახალგაზრდა ელჩი. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, პირველ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ მონაწილეს უნდა გაეგზანა საკონკურსო აპლიკაცია, სამოტივაციო წერილთან და წინასწარ გაწერილ სამოქმედო გეგმას ერთად. რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგვიკავშირდა მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს და გასაუბრების საფუძველზე აირჩა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები მსოფლიოს 15 ქვეყანაში.
ჩემი, როგორც იტალიაში საქართველოს პირველი ახალგაზრდა ელჩის მთავარი ამოცანაა იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს.
2011 წლიდან, დღემდე ვიყავი მონაწილე და ორგანიზატორი არაერთი კვლევის და სამეცნიერო პროექტის როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, ვარ არაერთი გრანტისა და სტიპენდიის მფლობელი. კარგად ვიცნობ რომში და იტალიის სხვადასხვა ქალაქებში არსებულ ქართულ დიასპორას, ვიცი მათი დღევანდელი საჭიროებები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მაქვს კოლეგიალური და საქმიანი ურთიერთობა იტალიაში მცხოვრებ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ და იტალიელ პროფესორებთან. სწორედ ეს სანაცნობო წრე მაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მოვახერხებ მარტივად განვახორციელო არაერთი პროექტი, სადაც ხალხს საშუალება მიეცემა გაიგოს საქართველოზე და გაუჩნდეთ სურვილი ჩვენი ქვეყნის მონახულების. ახალგაზრდა ელჩის პოზიცია ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და უდიდესი პატივი. ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში და რაც ყველაზე მთავარია საქართველოსთვის წარმატების მოტანაში“, – აღნიშნა ნენო გაბელიამ.