ნედ პრაისი - ვაშინგტონი მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხზე დიალოგისთვის არავითარ წინაპირობებს არ აყენებს
ვაშინგტონი მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხზე დიალოგისთვის არავითარ წინაპირობებს არ აყენებს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზომების მიღებას მოსკოვის შესაკავებლად.
„არის სფეროები, სადაც გვჯერა, რომ არსებობს სივრცე მოსკოვთან არსებითი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. სფეროები, სადაც ჩვენ გვაქვს შეშფოთებები უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. რუსეთი წარადგენს თავიანთ შეშფოთებებს და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა მოვაგვაროთ ეს საკითხები“, -განაცხადა ნედ პრაისმა.
თუმცა, მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, აქ ვაჭრობის შესაძლებლობა არ არსებობს.
ნედ პრაის თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. ვაშინგტონი ამ შეთანხმებას დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობად განიხილავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მინსკის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას ყველა მხარის მიერ. ფაქტია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა პასუხისმგებელი დარღვევების უმეტესობაზე. თუმცა მინსკის შეთანხმებას უნდა მიემხროს ყველა მხარე, როგორც დაძაბულობის დეესკალაციის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი ამჟამინდელ ვითარებაში“, -განაცხადა პრაისმა.