ნედ პრაისი - სტრასბურგის გადაწყვეტილება დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს მთლიანობის დარღვევა
რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“,- წერს ნედ პრაისი.