ნედ პრაისი – სტრასბურგის გადაწყვეტილება დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს მთლიანობის დარღვევა
რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისაგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“,- წერს ნედ პრაისი.
The European Court of Human Rights’ ruling on Russia’s 2008 invasion of Georgia adds further weight to the international community’s demand that Russia cease with violations of Georgia’s sovereignty and territorial integrity. Russia must adhere to its international obligations. https://t.co/xWJ6QPZjJu
— Ned Price (@statedeptspox) January 22, 2021