იუნესკომ ნეაპოლური პიცის მომზადების წესი – ცომის ჰაერში ტრიალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორეაში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, – წერს მსოფლიო მედია.
„პიცაიოლოს“ მომზადების ხელოვნების აღიარებისთვის, ნეაპოლის მცხოვრებლებმა იუნესკოს მოთხოვნა გაუგზავნეს, რომელსაც ხელს ორ მილიონზე მეტი ადამიანი აწერდა.
პიცის მომზადების ხელოვნება, უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და შედგება ოთხი მთავარი ფაზისგან – ცომის მომზადება, ცომის გაბრტყელება, მისი გამოცხობა შეშაზე და ცხობის დროს გარკვეული ინტერვალებით მისი დატრიალება.
მთავარი ნაწილი კი პიცის ცომის ჰაერში დატრიალებაა, რათა მისი ჟანგბადით გაჯერება მოხდეს.
მედია წერს, რომ იტალიის კულტურის მინისტრის დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნების იუნესკოს ნუსხაში შეტანა, ნეაპოლის და სრულიად იტალიის აღიარებას ემსახურება.
2018 წელი იტალიის ხელისუფლებამ იტალიური კერძების წლად გამოაცხადეს.
ნეაპოლში ამბობენ, რომ ამ აღიარებასთან დაკავშირებით, ქუჩებში პიცა ერთი დღის განმავლობაში უფასოდ დარიგდება.