NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილის მიმართვას, რომ მოიხადოს ბოდიში, უპასუხოდ ტოვებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.
როგორც პირველ არხს NDI-ის საქართველოს ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ლორა თორნტონი მეზურნიშვილის განცახდებას გაეცნო, თუმცა მასზე პასუხის გაცემას არ გეგმავს.
„ეს არის მისი პირადი მოსაზრება, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ეს მოსაზრება არ გამოხატავს არც ამერიკის მთვრობის და არც ამერიკის რომელიმე პარტიის პოზიციას“, – განუცხადეს პირველ არხს NDI-ის საქართველოს ოფისში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.
დეპუტატი ცინიკურსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს NDI-ის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.