ლორა თორნტონი – მისასალმებელი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე მნიშვნელოვან თავდასხმებს შედეგები მოჰყვება
„ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
როგორც თორნტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მისასალმებელი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე მნიშვნელოვან თავდასხმებს შედეგები მოჰყვება.
„დიდი ხანია, ეს დაგვიანებულია. მისასალმებელი სიგნალი „ქართული ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე მნიშვნელოვან თავდასხმებს შედეგები მოჰყვება. საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიმართ საჯარო ბრალდება სერიოზულ კორუფციაში მონაწილეობისთვის“, – დაწერა ლორა თორნტონმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
This is long overdo. Welcome signal to GD that the significant attacks on civil society, media will have consequences. Public Designations of Four Individuals Associated with the Georgian Judiciary Due to Involvement in Significant Corruption https://t.co/IrISpTc56h
— Laura Thornton (@LauraLThornton) April 5, 2023