ლორა თორნტონი - მისასალმებელი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე მნიშვნელოვან თავდასხმებს შედეგები მოჰყვება
„ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
როგორც თორნტონი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მისასალმებელი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე მნიშვნელოვან თავდასხმებს შედეგები მოჰყვება.
„დიდი ხანია, ეს დაგვიანებულია. მისასალმებელი სიგნალი „ქართული ოცნებისთვის“, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე მნიშვნელოვან თავდასხმებს შედეგები მოჰყვება. საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიმართ საჯარო ბრალდება სერიოზულ კორუფციაში მონაწილეობისთვის“, – დაწერა ლორა თორნტონმა.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.