NDI - გამოკითხულთა 81%-სთვის ოჯახში ძალადობა საქართველოში ქალებისთვის პრობლემაა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 16% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში ქალებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, 4%-მა – არ იცის.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72%-ის აზრით, ადრეული ქორწინება საქართველოში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 24% მიიჩნევს, რომ არ წარმოადგენს, 4%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა ხორციელდება და ეს პრობლემაა ქალებისთვის, 26%-ის აზრით – ეს პრობლემა არ არის, 18%-მა – არ იცის.
რესპონდენტთა 53%-ის აზრით, ქალებისთვის პრობლემაა საბავშვო ბაღების ნაკლებობა, 38% მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის, 9%-მა – არ იცის.
ამავე კვლევით, ქალების სიმცირეს პოლიტიკაში პრობლემად მიიჩნევს გამოკითხულთა 53%, 40%-ისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 6%-მა არ იცის.
აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, გამოკითხული კაცების 77% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 20%-ის აზრით , არ წარმოადგენს, 3%-მა არ იცის.
გამოკითხული კაცების 69%-ის აზრით, საქართველოში ქალებისთვის ადრეული ქორწინება პრობლემაა, 27%-ის თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, 4%-მა არ იცის.
გამოკითხული კაცების 54%-მა განაცხადა, რომ ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა პრობლემაა ქალებისთვის, 28%-ის აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 18%-მა – არ იცის.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული ქალების 84% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში ქალებისთვის პრობლემაა, 12%-ის აზრით, არ არის პრობლემა, 4%-მა არ იცის.
გამოკითხული ქალების 75%-ის აზრით, ადრეული ქორწინება პრობლემაა , 21% ფიქრობს, რომ პრობლემა არ არის, 4%-მა არ იცის.
ამავე კვლევით, გამოკითხული ქალების 58% ფიქრობს, რომ ქალების სიმცირე პოლიტიკაში პრობლემაა ქალებისთვის საქართველოში, 36%-ის აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 6%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.