NDI - გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მისაღებია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, გამოკითხულთა 29% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია, კითხვაზე პასუხი არ იცის 28%, ხოლო კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 2%-მა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.