NDI - ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს.
კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს, გამოკითხულთა 33% რუსული სამხედრო აგრესიას ასახელებს.
გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, ხოლო 9% ფიქრობს, რომ საფრთხე ტერორიზმია.
გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული პროპაგანდა წარმოადგენს, ხოლო 5% აცხადებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის ინტერესები საქართველოში.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% საფრთხედ რელიგიური დაპირისპირებებს ასახელებს, ხოლო 3% მიიჩნევს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხულთა 2% აცხადებს,რომ ყველაზე დიდი საფრთხე ეთნიკური დაპირისპირებებია, ასევე 2% მიიჩნევს, რომ საფრთხეა ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.
გამოკითხულთა 8% ქვეყნის წინაშე ყველა დიდ საფრთხედ სხვა საკითხებს ასახელებს.
DI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.