NDI - გამოკითხულთა 69%-მა პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების შესახებ არ იცოდა
NDI - გამოკითხულთა 69%-მა პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების შესახებ არ იცოდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა არ იცოდა, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების დამტკიცებისა და ამ ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ.

ამავე კვლევით, 25%-მა კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების შესახებ იცოდა.

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე ცვლილებები კონსტიტუციაში სრულად ასახავს, ნაწილობრივ თუ საერთოდ არ ასახავს მოქალაქეების შეხედულებებს, გამოკითხულთა 6%-მა აღნიშნა, რომ სრულად ასახავს, 47%-ის აზრით – ნაწილობრივ ასახავს, 32% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ასახავს, 15%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ კითხვა საკონსტიტუციო კომისიის მიერ 2017 წლის აპრილში კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ,  NDI-ის ივნისის კვლევაშიც დაისვა, რომლის დროსაც მოსახლეობის 32%-მა იცოდა ამის შესახებ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.