აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ცნობას ამერიკული ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა ჯერ უცნობია. მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის ლიდერი ჯერ არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.
როგორც დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, კრემლში სატელეფონო ზარი კი არ დაუგეგმავთ.
„არჩევნების შედეგებმა არ გაგვაკვირვა“, – განაცხადა ჰიდლიმ.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს.