რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით ვლადიმერ პუტინი აირჩიეს

რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით ვლადიმერ პუტინი აირჩიეს. ბიულეტენების 99,72 პროცენტი უკვე დათვლილია. შედეგად, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76,6 პროცენტი მიიღო. 2012 წელთან შედარებით, მას 13 პროცენტით მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

პუტინი რუსეთის ლიდერის პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, მილიარდერი პაველ გრუდინინი, მესამეზეა ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმერ ჟირინოვსკი.

არჩევნებში მეოთხედ გამარჯვება პუტინმა მანეჟის მოედანზე აღნიშნა, სადაც ყირიმის უკანონო ანექსიის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და რუსეთის გაძლიერებას დაპირდა.

საარჩევნო შტაბში გამართულ პრესკონფენეციაზე, პუტინს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ აპირებს ის 2024 წლის შემდეგაც დარჩეს რუსეთის მმართველად, რაზეც პუტინმა ხუმრობით უპასუხა.