თეთრ სახლში განმარტეს, რატომ არ მიულოცა ტრამპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება
თეთრ სახლში განმარტეს, რატომ არ მიულოცა ტრამპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება

თეთრი სახლი განმარტავს, რატომ არ მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

როგორც დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინის გამარჯვება ვაშინგტონისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, კრემლში სატელეფონო ზარი კი არ დაუგეგმავთ.

„არჩევნების შედეგებმა არ გაგვაკვირვა“, – განაცხადა ჰიდლიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი მომავალშიც აპირებს რუსეთთან თანამშრომლობას იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია.

“ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას, თუმცა ვაზღვევინებთ მას, თუ ის ჩვენს ინტერესებს დაემუქრება”, – განაცხადა ჰოგან ჰიდლიმ.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს.