„რეალში“ შექმნილი სიტუაციის გამო კლუბის მეკარემ, კეილორ ნავასამა კოსტა-რიკის ნაკრებში გამოძახებაზე უარი განაცხადა. კოსტა-რიკა მომდევნო ამხანაგურ მატჩებში ჩილეს და პერუს დაუპირისპირდება.
ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რონალდ გონსალესმა განაცხადა, რომ მეკარე ნაკრებში მისივე თხოვნის გამო არ გამოიძახა. გოლკიპერი სანაკრებო პაუზისას მადრიდულ კლუბთან ერთად მოემზადება და ეცდება ყველას დაუმტკიცოს, რომ ის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში იმსახურებს ადგილს.
შეგახსენებთ, რომ პუერტო-რიკოელმა ფეხბურთელმა „რეალის“ ძირითადი მეკარის სტატუსი ტიბო კურტუას დაუთმო, რომელიც მადრიდელებმა მიმდინარე ზაფხულს შეიძინეს.