პსჟ-ის ფეხბურთელები ხელს არ აწერენ საკლუბო ატრიბუტიკას - მათ ნაცვლად ამას კლუბის თანამშრომლები აკეთებენ #1TVSPORT
პსჟ-ის ფეხბურთელები ხელს არ აწერენ საკლუბო ატრიბუტიკას - მათ ნაცვლად ამას კლუბის თანამშრომლები აკეთებენ #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდის მითამაშეები თავად არ აწერენ ხელს საკლუბო ატრიბუტიკას, რომელიც ფანებისთვის არის განკუთვნილი. მთელს ამ ისტორიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, ვინც თავად სვამდა ავტოგრაფს მაისურებსა და ბურთებზე. და დღეს ის პსჟ-ში არ თამაშობს.

იმის შესახებ, რომ პსჟ საკუთარ გულშემატკივრებს ატყუებს, ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ დაწერა. ის პარიზული კლუბის ყოფილ ფეხბურთელს ედინსონ კავანის ბიოგრაფიის წერაში ეხმარებოდა და წიგნის ერთ-ერთ თავში ამხილა ტყუილში პსჟ-ის ხელმძღვანელობა.

„რამდენიმე წლის წინ, როცა ედინსონ კავანი „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა, მაისურებს ფეხბურთელების ავტოგრაფებით, რომელსაც კლუბი ფანებს ურიგებდა, სინამდვილეში კლუბის თანამშრომლები აწერდნენ ხელს და არა თავად მოთამაშეები. გამონაკლისი მხოლოდ კავანი იყო, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ ეს ყველაფერი თავად მას დამოუკიდებლად გაეკეთებინა“, – განაცხადა მოლინამ.

დღეისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ყიდის მეკარის მაისურს კეილორ ნავასის ხელმოწერით. ფასი 1500 ევროა.