ფიფა-მ წლის მეკარის პრიზზე ექვსი კანდიდატი დაასახელა
ფიფა-მ წლის მეკარის პრიზზე ექვსი კანდიდატი დაასახელა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა ნომინანტები 2020 წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე.

შეირჩა ექვსი კანდიდატი: ალისონ ბეკერი (ბრაზილია, ლივერპული), ტიბო კურტუა (ბელგია, რეალი), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა, პარი სენ-ჟერმენი), მანუელ ნოიერი (გერმანია, ბაიერნი), იან ობლაკი (სლოვენია, ატლეტიკო), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია, ბარსელონა).

ქალებს შორის გამარჯვებისთვის იბრძოლებენ:

ან-კატრინ ბერგერი (გერმანია, ჩელსი), სარა ბუადი (საფრანგეთი, ლიონი), კრისტიანა ენდლერი (ჩილე, პარი სენ-ჟერმენი), ჰედვიგ ლინდალი (შვედეთი, ვოლფსბურგი), ალისა ნიჰერი (აშშ, ჩიკაგო), ელი რობაკი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი).

დაჯილდოვების ცერემონია 17 დეკემბერს ციურიხში გაიმართება.