კეილორ ნავასი შეიძლება „ნიუკასლში“ აღმოჩნდეს #1TVSPORT
კეილორ ნავასი შეიძლება „ნიუკასლში“ აღმოჩნდეს #1TVSPORT

„ნიუკასლი“ განიხილავს „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის კეილორ ნავასის შეძენის შესაძლებლობას, – დაწერა გამოცემა RMC Sport-მა.

კოსტარიკელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში მადრიდის „რეალიდან“ 2019 წელს გადავიდა. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში კეილორ ნავასმა 17 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 17 გოლი გაუშვა.