„ჩელსის“ რეკორდი, ზაბიტცერი ერიქსენის ნაცვლად, ჟორჟინიო „არსენალში“ - ბოლო დღის 20 მთავარი ტრანსფერი #1TVSPORT
„ჩელსის“ რეკორდი, ზაბიტცერი ერიქსენის ნაცვლად, ჟორჟინიო „არსენალში“ - ბოლო დღის 20 მთავარი ტრანსფერი #1TVSPORT

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. იანვრის ბოლო დღე მდიდარი და საინტერესო იყო ტრანსფერებითა და იჯარებით. აქ თავმოყრილია 31 იანვრის ყველა მნიშვნელოვანი გარიგება:

 

ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი – ბაიერნი, იჯარა)

იჯარა სეზონის ბოლომდე, რის შემდეგაც „ბაიერნს“ აქვს 70 მილიონ ევროდ პორტუგალიელის გამოსყიდვის უფლება. კანსელო პეპ გვარდიოლას წაეჩხუბა და „სიტიში“ დაბრუნებას აღარ აპირებს, – დაიწერა გაზეთ „დეილი მეილში“.

 

ჟორჟინიო (ჩელსი – არსენალი, 13.6 მლნ ევრო)

ჩემპიონობისთვის მებრძოლ „არსენალს“ ნახევარდაცვაში გაძლიერება სჭირდებოდა, თან იტალიელი თამაშის მანერით ძალიან განსხვავდება პარტეისა და ჯაკასგან, რითიც ლონდონელთა შუა ხაზი საინტერესო უნდა გახდეს.

 

ენცო ფერნანდესი (ბენფიკა – ჩელსი, 120 მლნ ევრო)

„ჩელსიმ“ ბოლო მომენტში მაინც შეძლო მსოფლიოს ჩემპიონისა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება. ამისთვის მას პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდის გაუმჯობესება დასჭირდა.

 

მარსელ ზაბიტცერი (ბაიერნი – მანჩესტერ იუნაიტედი, იჯარა)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ არ აპირებდა სატრანსფერო ბაზარზე გასვლას, მაგრამ მოუწია კრისტიან ერიქსენის ტრავმის გამო. დანიელი დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს. ზაბიტცერი „ლაიპციგში“ ლიდერის სტატუსიდან „ბაიერნში“ რეზერვისტად ჩამოქვეთდა და ახალ კლუბში შეეცდება კარიერის რესტარტს.

 

კეილორ ნავასი (პსჟ – ნოტინგემი, იჯარა)

კოსტარიკელ მეკარეს ამ სეზონში ლიგა 1-ში არცერთხელ არ უთამაშია, ამიტომაც ფრანგულ გრანდს პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა ამჯობინა.

 

ტორგან აზარი (დორტმუნდი – ეინდჰოვენი, ოჯარა)

უმცროსი აზარის კარიერაც დაღმავალი გზით წავიდა და, საბოლოოდ, ეს ყველაფერი „ეინდჰოვენში“ იჯარით დასრულდა.

 

ილია ზაბარნი (დინამო კიევი – ბორნმუთი, 22.5 მლნ ევრო)

პრემიერლიგაში მეოთხე უკრაინელი ფეხბურთელი გამოჩნდა ზინჩენკოს (არსენალი), მიკოლენკოს (ევერტონი) და მუდრიკის (ჩელსი) შემდეგ. ცენტრალური მცველი მხოლოდ 20 წლისაა და პირდაპირ პრემიერლიგაში წავიდა სათამაშოდ.

 

პედრო პორო (სპორტინგი-ტოტენჰემი, 45 მლნ ევრო)

„ტოტენჰემი“ ესპანელი განაპირა მცველისთვის იანვრის დასაწყისიდან იბრძოდა, მაგრამ ლონდონელები ვერ ახერხებდნენ „სპორტინგთან“ ფასზე მოლაპარაკებას. პორო იდეალური მოთამაშეა კონტეს სისტემაში – ფლანგის ფეხბურთელი სამ ცენტრალური მცველით თამაშისას.

 

ვიტინია (ბრაგა – მარსელი, 32 მლნ ევრო)

დიეგო ლორენტე (ლიდსი – რომა, იჯარა)

ფლორიან ტოვენი (ტიგრესი – უდინეზე, უფასოდ)

ჰარი სუტარი (სტოკი – ლესტერი, 17 მლნ ევრო)

ჯონჯო შელვი (ნიუკასლი – ნოტინგემი, თანხა უცნობია)

მეტ დოჰერტი (ტოტენჰემი – ატლეტიკო, უფასოდ)

ფელიპე (ატლეტიკო – ნოტინგემი, 2.3 მლნ ევრო)

ექტორ ბელერინი (ბარსელონა – სპორტინგი, იჯარა)

ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა – სელტა, იჯარა)

საშა ლუკიჩი (ტორინო – ფულჰემი, თანხა უცნობია)

აიოსე პერესი (ლესტერი – ბეტისი, იჯარა)

ტომას დილეინი (სევილია – ჰოფენჰაიმი, იჯარა)