პსჟ ნავასს გაყიდის და აქცენტს დონარუმაზე გააკეთებს #1TVSPORT
პსჟ ნავასს გაყიდის და აქცენტს დონარუმაზე გააკეთებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე კეილორ ნავასი, დიდი ალბათობით, დატოვებს ფრანგულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს. პსჟ-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, აქცენტი ჯანლუიჯი დონარუმაზე გააკეთოს. ამიტომაც, კლუბი ზაფხულში მოძებნის 35 წლის კოსტარიკელის გაყიდვის ვარიანტებს.

ამ სეზონში ნავასმა ყველა ტურნირზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრაჯერ „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი, დანარჩენ შეხვედრებში კი 24 გოლი გაუშვა. კეილორ ნავასის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს უტოლდება.

სხვათა შორის, პსჟ-ის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონარუმას განცხადება მომავალ სეზონთან დაკავშირებით.

„მინდა პსჟ-ში დავრჩე. ეს რთული სეზონი იყო. მატჩების ნახევარი ჩავატარე და ვერ ვაჩვენე ჩემი საუკეთესო დონე.

კონკურენცია კეილორ ნავასთან მომდევნო სეზონში? არა, ყველაფერი სხვანაირად იქნება. კლუბს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა იტალიელმა მეკარემ.