უეფამ ამპლუების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის ნომინანტები დაასახელა
უეფამ ამპლუების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის ნომინანტები დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოსავლენად ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. საუკეთესო მოთამაშეებს ამპლუების მიხედვით დაასახელებენ.

საუკეთესო მეკარის პრიზისთვის მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა) და იან ობლაკი (ატლეტიკო) იბრძოლებენ.

საუკეთესო მცველი: დავიდ ალაბა (ბაიერნი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ალფონსო დევისი (ბაიერნი).

საუკეთესო ნახევარმცველი: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი).

საუკეთესო ფორვარდი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი).

საუკეთესოები გამოვლინდებიან 1 ოქტომბერს ნიონში. ამ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაც გაიმართება.