ნეიმარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ნეიმარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ვარჯიშები განაახლა. ამის შესახებ ბრაზილიელმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.

„დავუბრუნდი ვარჯიშებს. ძალიან ბედნიერი ვარ“, – დაწერა ნეიმარმა.

კორონავირუსი ნეიმარს სექტემბრის დასაწყისში დაუდასტურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვირუსით დაინფიცირდა კილიან მბაპე, ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია, კეილორ ნავასი და მარკინიოსი.

პსჟ თავის უახლოეს შეხვედრას 13 სექტემბერს „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.